ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდი – ახალი ბრალი ელისაშვილის წინააღმდეგ

21:38, 31.03.2026

დანაშაულის ჩადენის ორი მცდელობა რამდენიმე თვიანი შუალედით – ალეკო ელისაშვილს პროკურატურა ტერორისტული აქტის კიდევ ერთ ეპიზოდზე ედავება.

საუბარია 2025 წლის 4 მაისს მომხდარზე. პროკურატურის მტკიცებით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა საქალაქო სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდება პირველად გასული წლის მაისშიც სცადა. ამ შემთხვევაში სამიზნე არა სასამართლოს კანცელარია, არამედ არქივის შენობა იყო. საგამოძიებო უწყებამ მომხდარის ამსახველი კადრებიც გაავრცელა. ტერორისტული აქტის ჩადენის ახალ ეპიზოდზე წინასასამართლო სხდომაც გაიმართა, სადაც თავად ბრალდებულმა ბრალი უარყო და საქმე პოლიტიკურ შურისძიებად შეაფასა. იმის გათვალისწინებით, რომ გავრცელებულ ვიდეო მასალაში მოქმედ პირს სახე ნიღბით აქვს დაფარული, გავრცელებული კადრები არადამაჯერებელია დაცვის მხარისთვის, თუმცა პროკურატურა რამდენიმე თვიან კომპლექსურ გამოძიებაზე აკეთებს აქცენტს და ამტკიცებს, რომ დამნაშავე ამ შემთხვევაშიც ალეკო ელისაშვილია.

მხარეთა პოზიციები და პოლიტიკური გამოხმაურება ალეკო ელისაშვილის ახალ ბრალდებაზე – ნახეთ მაკა ლაშხიას სიუჟეტში.

მსგავსი