შემთხვევა საპატრიარქოსთან – სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლომ, საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ, როსტომ მაზმიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა, დაკავებულის მიმართ, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორის თქმით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია, ის დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. პროკურორის განცხადებით , ბრალდებულის მიმართ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, ვინაიდან მას შესაძლოა, გარკვეული ფსიქიატრიული პრობლემები ჰქონდეს. დაცვის მხარე პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა და 2000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.