საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები

საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები გაუმჯობესებულია.

საქსტატის ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ ეკონომიკის ზრდაში სწორედ ამ მიმართულებამ ითამაშა ერთ-ერთი მთავარი როლი. განსაკუთრებით გაზრდილია ექსპორტი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ციფრები არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ პანდემიამდე პერიოდის, ანუ 2019 წლის მონაცემებსაც აჭარბებს. კოვიდ-პანდემიის დაწყების და საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ განსაკუთრებული აქცენტი სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი წარმოების განვითარება-ხელშეწყობაზე კეთდებოდა. ექსპორტის ზრდის ტემპი პარტნიორ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ამოქმედებამაც დააჩქარა.

 

დატოვე კომენტარი