საქართველოს სავაჭრო ბრუნვამ 23 მილიარდ 216 მილიონი დოლარი შეადგინა, ეს 2025 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემია და წინა წელთან შედარებით 9.5 %-ით მეტია. აქედან ექსპორტი ექვსი მილიარდ 618 მილიონი დოლარი იყო. იმპორტი კი 9 %-ით 16 მილიარდ 600 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ექსპორტის განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა ნოემბერში.