ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი ჩინეთში

15:19, 25.04.2026

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ემიგრანტთა რაოდენობა 5,8%-ით შემცირდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, გასულ წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 ადამიანი შეადგინა, ხოლო იმიგრანტების რაოდენობა 3.2 პროცენტით შემცირდა და 131 501 ადამიანი შეადგინა. გასული წლის მაჩვენებლებზე დაყრდნობით იკვეთება, რომ მიგრაციული სალდო იყო დადებითი და 17 127-ს შეადგენდა. ანუ უფრო მეტი იმიგრანტი დაფიქსირდა ქვეყანაში, ვიდრე ემიგრანტი. სტატისტიკის მიხედვით, ამ მიგრაციული მაჩვენებლის უდიდესი ნაწილი უცხოეთის მოქალაქეებს მოიცავს, სადაც უკრაინის, რუსეთისა და ინდოეთის მოქალაქეები დომინირებენ.

უფრო დეტალურად კი, 2025 წლის მიგრაციული სტატისტიკიდან იკვეთება, რომ 2025 წელს საქართველოს 62 073 იმიგრანტი და 58 799 ემიგრანტი ჰყავდა. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში 3 274-ით მეტი ადამიანი დაბრუნდა, რაც იშვიათი შემთხვევაა, ვინაიდან ძირითადად ემიგრაციის მაჩვენებელი აჭარბებს ხოლმე იმიგრაციის მაჩვენებელს.

მსგავსი