იანვარ-თებერვალში ექსპორტი თითქმის 23 პროცენტით გაიზარდა. ჯამში შეადგინა 1 მილიარდ 26 მილიონი დოლარი. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მხოლოდ თებერვალში ქვეყნიდან 546 მილიონი დოლარის პროდუქტი გავიდა უცხოეთის ბაზარზე, რაც 26.5 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მთლიანობაში, წლის დასაწყისიდან საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელმა 3 ნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა.