საგარეო ვაჭრობის მონაცემები
2026 წლის იანვარში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და 480 მილიონი დოლარი შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რაც შეეხება იმპორტს, მისი მოცულობა იანვარში 34.5%-ით შემცირდა და მილიარდ 117 მილიონ დოლარს მიაღწია.
შესაბამისად, იანვარში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 39.9 პროცენტამდე შემცირდა. მთლიანად იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 1 მილიარდ 600 მილიონი დოლარი შეადგინა.