საერთაშორისო კონფერენცია

12:25, 26.11.2026

„მეტი, ვიდრე მოგზაურობა – მიმართულებიდან გამოცდილებამდე“ – ამ სახელწოდებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიებაზე საერთაშორისო ექსპერტები, დარგის ადგილობრივ წარმომადგენლებთან, ტურიზმის თანამედროვე ტენდენციებზე, გამოწვევებსა და სამომავლო შესაძლებლობებზე მსჯელობენ. ღონისძიება სამი თემატური სესიისგან შედგება, რაც მოიცავს კურორტებისა და ტურისტული დანიშნულების ადგილების ბრენდინგსა და მარკეტინგს, მართვის თანამედროვე მიდგომებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებულ ტურიზმს.

მსგავსი