ეროვნული ბანკი – 2026 წლის ოქტომბერში ლარში გაცემული სესხების მოცულობა 633 მილიონი ლარით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 312 მილიონი ლარით შემცირდა

17:57, 25.11.2026

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა) 2026 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის 78.46 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 320.41 მილიონი ლარით, ანუ 0.41%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 16.73% შეადგინა.

ცენტრალური ბანკის ცნობით, ამავე პერიოდში, წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 632.96 მლნ ლარით, ანუ 1.38%-ით გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 312.55 მლნ ლარით, ანუ 0.96%-ით შემცირდა.

ამასთან, სებ-ის მონაცემებით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2026 წლის ოქტომბრის ბოლოს ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 11.54 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვესთან შედარებით 1.93%-ით მეტია, ხოლო უცხოური ვალუტით – 22.14 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი, რაც წინა თვის მაჩვენებელს 0.92%-ით ჩამორჩება.

ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.23%-ით, ანუ 513.35 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 42.39 მილიარდი ლარი შეადგინა.

2026 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 59.11% შეადგინა და წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით გაიზარდა 0.57 პროცენტული პუნქტით.

მსგავსი