რუსთავის ბიუჯეტის პროექტის განხილვა
რუსთავის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცა.
რუსთავის 2027 წლის ბიუჯეტის პარამეტრები 192 მილიონ 518ათას 200 ლარით განსაზღვრა. მთავარი პრიორიტეტი კვლავ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას. პირველ ეტაპზე ახალი გზები დაიგება მელიქიშვილის, გრიგოლ ხანძთელის, მოდებაძის, ნიშნიანიძის, დოლიძის ქუჩებზე. 2027 წელს საქართველოს მთავრობის დახმარებით, რუსთავს 70 ახალი ავტობუსი ეყოლება. 70-ვე სატრანსპორტო საშუალება, რუსთავი-თბილისის ხაზზე იმოძრავებს. გაგრძელდება ავარიული საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია, დაიწყება ხელოვნების ახალი სასახლის მშენებლობა. გრძელდება ახალი ლიფტების პროგრამაც. 2027 წელსვე დაიწყება რუსთავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სპორტული ობიექტების – სპორტული ქალაქის და უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობა. იგეგმება რუსთავის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და ახალი ვრცელი რეკრეაციული ზონის მოწყობა სპორტული ქალაქის მიმდებარედ.