უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემის წესები იცვლება
სესხის გამცემის პირობები მკაცრდება.
მომავალი წლის თებერვლიდან მილიონ ნახევარ ლარამდე სესხის აღება მხოლოდ ეროვნული ვალუტაში იქნება შესაძლებელი. ეს ზღვარი აქამდე მილიონი ლარი იყო. ახალი წესი ვრცელდება მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, ვისაც შემოსავალი ლარში უფიქსირდება. ცენტრალური ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი მიღებულ გადაწყვეტილებას ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეული რისკებისგან, საბანკო სისტემის და მოქალაქეთა დაცვას უკავშირებს. ერთ-ერთი ფაქტორი დედოლარიზაციის შემცირებაა. სებ-ის მიზანია მთლიან პორტფელში, ლარში გაცემული სესხების წილი 70 %-მდე გაიზარდოს.