უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი
საქართველოში უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი გაიზარდა. 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, მაჩვენებელი მომატებულია 7.6 პროცენტით. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ზრდა განპირობებულია რეინვესტირებითა და სააქციო კაპიტალის მატებით. ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა, შემდეგ მოდის თურქეთი და მალტა.