ინფლაციის მაჩვენებელი

15:20, 05.01.2026

2025 წლის დეკემბერში ინფლაციის წლიურმა დონემ 4.0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა თევზეული – 18.4 პროცენტით, ხილი – 15.0 პროცენტი, პური და პურპროდუქტები – 14.3 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 10.1 პროცენტი, ზეთი – 10.1 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 7.6 პროცენტით, რძის პროდუქტები და კვერცხი 7.0 პროცენტით. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტლიდან ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება და წლიურად, საშუალოდ 3,5 პროცენტს გაუტოლდება.

მსგავსი