პარლამენტის სხდომა

15:20, 01.04.2026

„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილება დამტკიცდა, რომელიც „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნას და გათავისუფლებას ეხება. პარლამენტმა 78 ხმით 10-ის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა და მხარი დაუჭირა. ცვლილება „საქსტატის“ საბჭოს წევრების დანიშვნის წესსაც შეეხება.

კანონპროექტის განხილვას პოლიტიკური განცხადებები და ბრალდებები მოჰყვა. ფრაქცია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები გაუმართლებლად მიიჩნევენ ცვლილებას, რომლის თანახმადაც „საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორს პრემიერი დანიშნავს და გაათავისუფლებს.

ბრალდებებს ბრალდებებითვე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

 

მსგავსი