2026 წლის იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ რვა მილიარდ 132 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 1.7 %-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 21 %-ით, 2 მილიარდ 440 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. იმპორტი 5 %-ით 5 მილიარდ 692 მილიონ დოლარამდე შემცირდა. 4 თვის მონაცემებით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40 % შეადგინა.