გარემოს სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია 

18:31, 21.10.2025

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, ახალი პროდუქტის – გარემოს სტატისტიკის პორტალის პრეზენტაცია გამართა. პრეზენტაციაზე, შეკრებილ საზოგადოებას, მისასალმებელი სიტყვით, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მიმართა. მისი განცხადებით, გარემოს სტატისტიკის პორტალი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს ერთ სივრცეში მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია, გარემოსდაცვითი საკითხების მიმართულებით. პორტალზე მარტივად აღსაქმელი ფორმით, თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია ჰაერის, ბიომრავალფეროვნების, წყლის, კლიმატის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს ეკონომიკური ანგარიშების, ნარჩენების და გარემოსთან დაკავშირებული სხვა მაჩვენებლების შესახებ. პორტალი მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ინტერაქტიური გრაფიკების და ვიზუალიზაციის თანამედროვე ელემენტების გამოყენებით, მოახდინოს ქვეყანაში არსებული გარემოს და ბუნებრივი რესურსების შესახებ ინფორმაციის ანალიზი.

მსგავსი