ექსპორტის მხარდამჭერი ახალი პროგრამები

18:26, 07.01.2026

ექსპორტის მხარდასაჭერად ეკონომიკის სამინისტრო ახალ პროგრამებს გეგმავს.  კერძოდ, ელექტრონული კომერციის მხარდაჭერას. ექსპორტის მიმართულებით სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კომპანიების შეფასების სრულიად ახალ მოდულზე გადასვლას აპირებს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს ქართული კომპანიები 20-მდე ქვეყნის 70-მდე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა. ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნებს შორის იყო ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნები, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი და იაპონია.

მსგავსი