საერთაშორისო გამოფენა

აშშ-ში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში ექვსი ქართული აგროკომპანია მონაწილეობდა. წარმოდგენილი იყო ორგანული წვენები, ჩაი, თაფლი, ჩირი, დაფნა, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი.

გამოფენაში ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები  მონაწილეობდნენ. კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაემყარებინათ ახალი კონტაქტები ექსპორტის მიზნით.