საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 მილიარდ 862 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 1 მილიარდ 724 მილიონი დოლარი იყო, რაც 23.3 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. იმპორტი 7,2 პროცენტით, 4 მილიარდ 138 მილიონ დოლარამდე შემცირდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა კი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტი შეადგინა.