პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 8 აპრილს იწყება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 8-იდან 19 აპრილის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

საბაზო და საშუალო განათლების მქონე მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოს ყველა რეგიონში დაეუფლონ სასურველ პროფესიებს.

სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია პირადობის მოწმობით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ რესურს ცენტრებსა და პროფესიულ სასწავლებლებში, ასევე ვებგვერდზე.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ ალტერნატიული პროფესიული ტესტირებით ისარგებლონ. პროგრამები ასევე ხელმისაწვდომი შშმ პირებისთვის.

ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს ტესტირების გავლა რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე შეეძლებათ. ჩარიცხვის შემდეგ კი მათ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა ექნებათ.