„იბერიას“ თანამშრომელთა საჩივარი

ტელეკომპანია „იბერიას“ წინააღმდეგ 33 პირის სარჩელი საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა.

„იბერიას“ ხელმძღვანელობას 77 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. მოსარჩელე მხარეს ტელეკომპანიის ტექნიკური პერსონალისა და ჟურნალისტების ნაწილი წარმოადგენდა. ისინი ნამუშევარი დღეების ანაზღაურებასა და კომპენსაციის გადახდას მოითხოვდნენ. თანხა გასაჩივრების გარეშე აუნაზღაურდება მოსარჩელეთა იმ ნაწილს, ვის მიმართაც ასანაზრაურებელი თანხის ოდენობა ორი ათას ლარს არ აღემატება. დანარჩენ შემთხვევაში კი ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა გასაჩივრებას გეგმავს.

ერთწლიანი განხილვების შემდეგ, საქმეზე გადაწყვტილება პირველ ინსტანციაში გუშინ გამოცხადდა.