გრანტები დევნილებისთვის

დევნილთა სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის შედეგად, მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით, გრანტები გადაეცათ. პროექტის მთავარ მიზანს, იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. დევნილები, რომლებსაც 7500 ლარამდე ღირებულების ტექნიკა და დანადგარები გადაეცათ, საკუთარ საწარმოებში საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ასაქმებენ.

მოამბე

დატოვე კომენტარი