საქართველოს დელეგაცია საერთაშორისო ფორუმზე
ქართული დელეგაცია იუსტიციის მინისტრის მოადგილის ხელმძღვანელობით მიგრაციის მიმოხილვის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. ღონისძიება გაერო-ს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტისა და მიგრაციის ქსელის ორგანიზებით იმართება. ფორუმის მიზანი, მიგრაციის მართვისა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების შესახებ ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებაა. ვიზიტის ფარგლებში გიორგი დგებუაძე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე და ღონისძიების მონაწილეებს მიგრაციის მართვის ქართული მოდელი გააცნო.