მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლა ჟენევაში
ადამიანის უფლებები და არსებული გამოწვევები – ამ თემებზე მსჯელობენ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის ფარგლებში. შეკრებილებს სიტყვით საქართვლოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა. მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებათა პრინციპები სულ უფრო მეტი გამოწვევის წინაშეა არა მხოლოდ კონფლიქტებისა და ოკუპაციის, არამედ ადამიანის უფლებების ვიწრო მიზნებისთვის პოლიტიზების მცდელობის გამო. მან აქცენტი ხელისუფლების პოლიტიკასა და სტრატეგიაზე გააკეთა. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე და საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.