საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვა ჟენევაში
საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ეროვნული ანგარიში განიხილეს ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს მე-4 ციკლის ფარგლებში. მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც წევრი სახელმწიფოები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ანგარიშს ხუთ წელიწადში ერთხელ წარადგენენ. წელს საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები არიან.