მაკა ბოჭორიშვილის გამოსვლა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე

21:09, 23.02.2026

ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა, როგორც ერთ-ერთი მთავარი გლობალური გამოწვევა – ამ თემას ეძღვნება ჟენევაში მიმდინარე ღონისძიება, რომელზეც საქართველოცაა წარმოდგენილი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი საბჭოს სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე და ადამიანის უფლებების დარღვევების გახშირებულ შემთხვევებზე გამახვილდა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობის მკვეთრი შემცირება, საერთაშორისო რეიტინგებში გაუმჯობესებული პოზიციები, მოწყვლადი ჯგუფებისთვის მიზნობრივი პროექტები – მინისტრმა საერთაშორისო პლატფორმიდან ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც სწორედ ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლებში გადაიდგა. ქვეყნის პირველი დიპლომატის გზავნილი იყო, რომ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ კონფლიქტებთან ერთად სიტუაციას საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლის ბერკეტებად გამოყენებაც აუარესებს. დეზინფორმაციით და სიძულვილით სავსე ონლაინ-სივრცე და ადამიანის უფლებების კრიზისი – გამოსვლის დროს საკმაოდ კრიტიკული იყო გაერო-ს გენერალური მდივანი.

მსგავსი