ბინები დევნილებისთვის

18:33, 07.02.2026

დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 400-ზე მეტ ოჯახს სახლს შეუსყიდის. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ იმისთვის, რომ სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს სააგენტომ სახლი 3 000-მდე დევნილ ოჯახს შეუსყიდა.

მსგავსი