იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში 

21:45, 16.04.2026

გამარტივებული სერვისები მოქალაქეებისთვის, სხვადასხვა მომსახურებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა და ადამიანზე ორიენტირებული საჯარო სექტორის შექმნა – ეს არის მთავარი თემები, რომლებიც აშშ-ში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ გამართული შეხვედრების დღის წესრიგშია.

მინისტრს გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტში მოუსმინეს, რა დროსაც საქართველოში, საჯარო სერვისების მიმართულებით გატარებულ რეფორმებზე და თანამედროვე ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენებაზე მიიღეს ინფორმაცია. საჯარო სექტორის რეფორმაზე და ინსტიტუტების ტრანსფორმაციის თემაზე რამდენიმე თვეში საუბარი თბილისში გაგრძელდება – ზაფხულში საქართველოში საერთაშორისო ფორუმი ტარდება, რომელსაც ჩვენს ქვეყანასთან ერთად ორგანიზებას გაერო უწევს.

მსგავსი