საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჟენევაში
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჟენევაში გრძელდება.
ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი დღეს საბჭოს პრეზიდენტს და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შეხვდება. ძირითადი საკითხები კი – რაზეც სესიის ფარგლებში გამართული შეხვედრებისას მსჯელობენ ადმიანის უფლებები, ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა და ადმიანის უფლებათა საბჭოს ფორმატში თანამშრომლობას ეხება. განსახილველ საკითხთა შორისაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, ადამიანის უფლებების კუთხით და საერთაშორისო მექანიზმების წვდომის ვალდებულება.
უფრო მეტს თამუნა წიკლაური გვეტყვის, რომელიც ჟენევიდან ჩაგვერთვება.