ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის გამოსვლა ჟენევაში
ჟენევაში, ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ მიმდინარე ანგარიშის წარდგენის ფარგლებში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა. აქცენტი მან უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზე გააკეთა. უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმია, რომლის ფარგლებშიც წევრი სახელმწიფოები, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ანგარიშს ხუთ წელიწადში ერთხელ წარადგენენ. წელს, საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.