საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ჟენევაში

21:26, 24.02.2026

ვიზიტის მეორე დღე ჟენევაში – ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმღვანელი შეხვედრებს დილიდან მართავს. ადამიანის უფლებების კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული რთული ვითარება – ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც მაკა ბოჭორიშვილმა გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან და ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან შეხვედრებისას განიხილა. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჟენევაში კონკრეტული დღის წესრიგით არის ჩასული. პარტნიორების დეტალურ ინფორმირებასთან ერთად, განსაკუთრებული აქცენტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების წვდომის გაუმჯობესებაზე და საბჭოს სხვადასხვა სამუშაო ფორმატებში საქართველოს აქტიურ  ჩართულობაზე კეთდება.

როგორ აფასებს ქართლი მხარე დღეს გამართულ შეხვერდებს – თამარ წიკლაური ჟენევიდან.

მსგავსი