გივი მიქანაძის შეხვედრა გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან
განათლების მინისტრის ვიზიტი გრძელდება შეერთებულ შტატებში. გივი მიქანაძე გაერო-ს სათავო ოფისში ახალგაზრდობის საკითხებში გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა. მხარეებმა ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების მიზნით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდობის ფორუმის მნიშვნელობასა და გლობალურ ახალგაზრდულ დიალოგში საქართველოს აქტიურ მონაწილეობაზე. საუბარი შეეხო 2026 წლის სამოქმედო გეგმას და კვლევას, რომელიც სამინისტრომ ახალგაზრდობის სფეროს საჭიროებების შეფასების მიზნით ჩაატარა. შეხვედრის დასასრულს ფელიპე პაულიერმა გივი მიქანაძე საერთაშორისო ფორუმზე მიიწვია, რომელიც ნოემბერში ნიუ-იორკში გაიმართება.