ევროპის საბჭოს რეკომენდაციები საქართველოს

როგორი უნდა იყოს საქართველოში საპარლამენტო ზედამხედველობა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, – ამ მიმართულებით ევროპის საბჭო ხელისუფლებას ახალ რეკომენდაციებს სთავაზობს.

ევროპის საბჭოს ქართული ოფისი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით უმთავრესი როლი და ფუნქცია საკანონმდებლო ორგანოს აქვს. პროექტის მიხედვით, ამ მიმართულებით კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა.

პროექტის ავტორები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან, მუდმივად ითანამშრომლონ ყველა მხარესთან, იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები მოქალაქეების მისამართით სრულად აღსრულდეს.