„ევროპული ახალგაზრდული ბარათი“ ამოქმედდა
„ევროპული ახალგაზრდული ბარათი“ ამოქმედდა საქართველოში ოფიციალურად. აღნიშნული ქართველ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს მიიღონ ევროპის მასშტაბით 25 000 სერვისი ფასდაკლებით. პროექტი ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება და უკვე 40 წელია, ევროპის კონტინენტზე 9 მილიონზე მეტი ახალგაზრდისთვის მოგზაურობის შესაძლებლობებს ქმნის. საუბარია მოგზაურობაზე, გართობაზე, კულტურულ, სპორტულ აქტივობებსა და სხვა მიმართულებებზე.