ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესია მოლდოვაში
მოლდოვა ევროპის საბჭოს 135-ე მინისტრთა კომიტეტის სხდომას მასპინძლობს. დედაქალაქში 46 ქვეყნის დელეგაციები იმყოფებიან. მინისტერიალს ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილი დახურულ პლენარულ სხდომაზე სიტყვით მიმართავს მონაწილეებს, ასევე ევროსაბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე შეხვედრა მოლდოვის თავმჯდომარეობით იმართება. მინისტერიალის დასრულების შემდგომ, მოლდოვა მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობას გადასცემს მონაკოს, რომელიც კომიტეტს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.