რატომ არ შეუერთდა საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციას - პოლიტიკური შეფასებები

რატომ არ შეუერთდა საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციას უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ. ამ საკითხზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება თბილისში. ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს და გადაწყვეტილებას უწუნებს. მმართველი გუნდი კი საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებზე მიუთითებს. „ზოგიერთი, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება არ გვაძლევს ისეთი გადაწყვეტილებების შესაძლებლობას, რომლებიც დამატებით საფრთხეებს შეუქმნის ქვეყანას – სწორედ ამ მიზეზით ახსნა საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პოზიცია.

გადაწყვეტილებას, საქართველოსთან ერთად, ასევე არ შეუერთდნენ შემდეგი ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, თურქეთი, სერბეთი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სლოვაკეთი და მალტა.