ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სესია 

21:51, 01.04.2026

საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავენ სტრასბურგში. განხილვა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე სესიის ფარგლებში მიმდინარეობს. დოკუმენტი კრიტიკული შინაარსისაა, საუბარია მედიასა და მესამე სექტორზე ზეწოლაზე, მოთხოვნილია სადავო კანონების გაუქმება და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გათავისუფლება. გაკრიტიკებულია, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით მოწვევა არ მიუღიათ. სესიის დღის წესრიგის მიხედვით, მოისმენენ ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშის შესახებ სტიუარტ დიქსონის მოხსენებას – დაგეგმილია დებატები და კენჭისყრა. შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია საქართველოს ფაქტების დამდგენი ვიზიტით 24-25 სექტემბერს სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი იყო მუნიციპალური არჩევნების გარემოს და პოლიტიკური პროცესების შეფასება. შეხვედრები გაიმართა ხელისუფლების, ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

მსგავსი