ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ანგარიშის 

სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. ანგარიში ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ წარადგინა, სადაც ასახულია 2025 წლის ოქტომბერი – 2026 წლის მარტის პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენები და სიახლეები. ლაშა დარსალიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებისა და საოკუპაციო რეჟიმების  დესტრუქციული ქმედებების საკითხს, მათ შორის ბოლო დროის უკანონო ქმედებებს. დარსალიამ ყურადღება გაამახვილა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ადასტურებს საქართველოს რეგიონების, რუსეთის მიერ ოკუპაციას და ეფექტურ კონტროლს. მინისტრის მოადგილემ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულება. თავის მხრივ, ალან ბერსემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. ვიზიტის ფარგლებში, ალან ბერსესა და ლაშა დარსალიას შეხვედრისას, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა.