მოლდოვა ქართული ტელეკომპანიების წინააღმდეგ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესია კიშინეუში

ბრიუსელთან ერთად შეზღუდვები აამოქმედა მოლდოვამაც – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესია არის ის საერთაშორისო ღონისძიება, რომლის გაშუქების უფლებაც ოფიციალურმა კიშინეუმ სამ ქართულ ტელეკომპანიას არ მისცა. შესაბამისად, „რუსთავი 2“, „იმედი“ და „პოს ტივი“ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიურ სესიას ვერ გააშუქებენ. მოლდოვის საგარეო უწყებას სხდომაზე ქართული ტელემედიის წარმომადგენელთა არ დაშვების მიზეზებზე არაფერი უთქვამს. აკრედიტაციაზე უარი, კონკრეტული განმარტებების გარეშე – ტელევიზიების მხრიდან ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლად ფასდება. მძიმეა ოფიციალური თბილისის რეაქცია. კიშინეუში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა ხვალ გაიხსნება, 46  წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორისაა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მაკა ბოჭორიშვილი ყოველწლიურ სესიაში მონაწილების გარდა, ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

მოლდოვაში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – ანა ბროლაძე დეტალებით.