ქართული მედიის დასანქცირების მოთხოვნა ევროპიდან
მოლდოვა ამ დრომდე ვერ ასაბუთებს, რა მიზეზით არ დაუშვა სამი ქართული მაუწყებელი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე.
აკრედიტაციაზე უარგუმენტო უარს წინ უძღოდა ბრიუსელის ამკრძალავი ზომა, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტებს ევროპარლამენტში შესვლა ერთი წლის ვადით აუკრძალეს. ყოველგვარი განმარტებების გარეშე, სამიზნე ხდება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელიც. პირველი არხის ხელმძღვანელების დასანქცირებას ითხოვს ორი პოლონელი ევროდეპუტატი, რომელთა წარსული საქმიანობაც არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს, რეზონანსულ სისიხლის სამართლის საქმეებს და ხმაურიან ბრალდებებს უკავშირდება.
ქართული მედიის წინააღმდეგ დაწყებული სანქციებისა და შეზღუდვების კამპანია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობის მცდელობაა ოფიციალური თბილისისთვის. რეაქციები მწვავეა. მმართველი გუნდი დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს პოლიტიკური მოტივით ხსნის და ევროპას ქართულ მედიაზე მიზანმიმართულ თავდასხმაში ადანაშაულებს. თუმცა, ასე არ ფიქრობს ოპოზიცია.
შალვა სუმბაძემ მოისმინა პოლიტიკური შეფასებები, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.