საქართველოს ევროპის საბჭოს კომისარი ეწვევა
საქართველოს ადამიანის უფლებების საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარი ეწვევა. ამის შესახებ მაიკლ ო’ფლაერტი სოციალურ ქსელში წერს. მისივე ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.