თეა ახვლედიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი. ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას, როგორც გენერალური მდივნის ყოველწლიური კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას და აღნიშნა ევროპის საბჭოს როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის შერიგებისა და ჩართულობის პროცესში. სახელმწიფო მინისტრმა მაიკლ ო’ფლაერტს დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება. აქცენტი გაკეთდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებაზე.