ხელმოწერა ევროპის საბჭოს კონვენციაზე
საქართველო „აუდიოვიზუალური ნაწარმოებების სერიალების ფორმით ერთობლივი წარმოების შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციაზე ხელმომწერი ქვეყანა გახდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს კულტურის მინისტრმა საფრანგეთის ქალაქ ლილში მოაწერა. ცერემონია, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ გახსნა, სერიალების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. ამ კონვენციით ევროსაბჭო პირველად ამკვიდრებს მრავალმხრივ სტანდარტებს სერიალის ფორმატში შექმნილი ნაწარმოებებისთვის. კონვენცია მიღებულ იქნა 2025 წლის 26 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ.