საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გზავნილები
ევროპის წინაშე არსებული გამოწვევები, საფრთხეები, ომი და კონფლიქტი, მედიის თავისუფლება და საქართველოს სამი სხვადასხვა ტელევიზიის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე უარი მოლდოვაში. ამ თემებზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს 135-ე მინისტრთა კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა სერბეთის, ლუქსემბურგის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.