ექსპორტის სტიმულირების ახალი პროგრამა

პანდემიის და ომის ფონზე არსებული გამოწვევების დასაძლევად ქართული ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობის ახალი პროგრამა ამოქმედდა.

სახელმწიფო მცირე და საშუალო ბიზნესს საკუთარი პროდუქციის საექსპორტო გზების მოძიებაში დაეხმარება. პროგრამა სამი ტიპის საგრანტო მიმართულებას მოიცავს. იგულისხმება ქვეყნიდან გასატანი პროდუქციის მარკეტინგი, სერტიფიცირების პროცესი, რათა პროდუქციის ხარისხმა საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო ქსელთან მიერთება. სამივე მიმართულებით ბიზნესის დასახმარებლად ბიუჯეტიდან სოლიდური თანხის გამოყოფა იგეგმება. საექსპორტო გზების მოძიების მხრივ განსაკუთრებული აქცენტი ევროკავშირის ბაზარზე კეთდება.