საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი

15:32, 13.08.2025

7 თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 10.3%-ით გაიზარდა და 14 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 2025 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს „საქსტატი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ექსპორტმა 3 მილიარდ 800 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც თითქმის 9-პროცენტიანი ზრდაა, ხოლო იმპორტი 10 მილიარდ 300-ს მილიონზე მეტი იყო და შესაბამისად, 10.8 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, იანვარ-ივლისში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი რეკორდულია.

მსგავსი