პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ბიზნესმენებთან 

ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მთავრობის ადმინისტრაციაში.

რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ პრემიერი ბიზნესმენებს შეხვდა. რა პრობლემები არსებობს სფეროში, რა გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კერძო სექტორზე და სად ხედავენ ყველაზე დიდ გამოწვევას – მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე მივიდნენ ის ბიზნესმენებიც, რომლებიც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად არიან განწყობილები. შეხვედრას მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებიც ესწრებოდნენ. ბიზნესმენებმა ხელისუფლებას ყველაზე მთავარ პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია და მათი გადაჭრის გზებზე ესაუბრნენ. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პოლიტიკური არასტაბილურობა დასახელდა. განხილვის თემა იყო ეკონომიკური ზრდის ბოლო მაჩვენებლები, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციონირება, დასაქმება, კორუფციასთან საბრძოლველად გადასადგმელი ნაბიჯები და სახელმწიფო უწყებებში ოპტიმიზაცია. ბიზნესმენებმა პრემიერ-მინისტრს საკუთარი ინიციატივებიც გააცნეს, პრემიერისგან კი ეკონომიკის განვითარების გეგმა მოისმინეს.