საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა
2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13 %-ით მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. აქედან, ექსპორტი თითქმის 14 %-ით გაიზარდა და 3 მილიარდ 235 მილიონ დოლარს მიაღწია, იმპორტი კი – 12 %-ით 8 მილიარდ 700 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ექვსი თვის მონაცემებით უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 46 %-ია.