სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 10-ზე მეტი ქართული კომპანია იტალიასა და საფრანგეთში საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობდა. აღნიშნული ღონისძიებები წარმოადგენს საბავშვო მოდის სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან პლატფორმებს და ხელს უწყობს საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას. ქართული კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი პროდუქცია გაეცნოთ საერთაშორისო მყიდველებისა და გამოფენების ვიზიტორებისთვის, დაემყარებინათ საჭირო კონტაქტები პოტენციურ პარტნიორებთან.