განახლებული პროგრამები „აწარმოე საქართველოში“

21:32, 05.01.2026

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა მიმდინარე წელსაც მთავარ პრიორიტეტად რჩება. ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, კაპიტალის ბაზრის პროგრამის გაფართოება და საკონსულტაციო ცენტრების ამოქმედება რეგიონებში. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ – 2026 წელსაც მნიშვნელოვანი სიახლეებით იწყებს. იმის გათვალისწინებთ, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარების მხარდაჭერამ ხელშესახები შედეგი გამოიღო, განსაკუთრებული აქცენტი ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებაზე გაკეთდება. პარალელურად გაგრძელდება ყველა არსებული პროგრამაც. სააგენტოს გასული წლის საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე შალვა სუმბაძე გიამბობთ.

მსგავსი